ოკაცეს ხეობა

       გორდი შემკულია ბუნების უმშვენიერესი ძეგლებით. ჩრდილოეთიდან მას დაჰყურებს კლდედიდას ჟანგისფერი უფსკრული, ხოლო მასტან ახლოს მდებარეობს ბუნების შედევრი ოკაცეს კანიონი.

       ოკაცე ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადია. იწყება ასხის კარსტრულ მასივზე, თვალწარმტაც 50 მეტრიან ჩანჩქერად, ეშვება კინჩხის ტაფობში და ვიწრო კანიონის ფსკერის გავლით და უერთდება მდ. ცხენისწყალს სოფელ გალავერის ახლოს.

       მდ. ოკაცე 14 კილომეტრი სიგრძისაა, ხოლო კანიონის  სიგანე ზოგან  3-6 მეტრი, ზოგან 15-20 მეტრია, სიღრმე კი 20დან 100 მეტრამდე მერყეობს. კანიონს ამშვენებს რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი, ერთ-ერთი ტბის „ოსხაპოს“ სიგრძე 6 0 მეტრია.გორდის სიახლოვეს ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდია გადადებული, ერთი მადგანია „ბოგა“. კანიონს გააჩნია მღვიმეები, საიდანაც გამოედინება კარსტული წყლები. აქ სხვა მღვიმეებიც უდა იყოს...

ჯ.ჯიშკარიანი  „ სპელეოლოგი“  1979 წელი


Сделать бесплатный сайт с uCoz